LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის საახალწლო გაფორმება საწვავის მოხმარებას ზრდის

214

ავტომობილის საახალწლო გაფორმება საწვავის მოხმარებას ზრდის. ამ საკითხით General Motors-ის ექსპერტები დაინტერესდნენ და დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე საინტერესო ექსპერიმენტიც ჩაატარეს. წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ყველა ადამიანი თავისებურად ხვდება და უმრავლესობა არამხოლოდ სახლსა თუ ეზოს, არამედ ავტომობილსაც რთავს. საახალწლო განწყობა ხომ ყველგან უნდა იგრძნობოდეს. თუმცა, რამდენად ზრდის ასეთი მორთულობა საწვავის მოხმარებას, ამ საკითხით ძალიან ცოტა მძღოლი თუ დაინტერესებულა. სპეციალისტებმა კროსოვერი GMC Terrain საშობაოდ გააფორმეს – მასზე სათამაშოები და ნაძვის ხე  დადგეს და შემდეგ ის აეროდინამიკურ მილში შეამოწმეს. შედეგად საწვავის მოხმარება ყოველ კილომეტრზე 0,5 ლიტრით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტები ავტომობილის საახალწლოდ მორთვას არც თუ ისე მართებულად თვლიან.

https://www.youtube.com/watch?v=s4uRtVW3i4M

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები