LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილებზე ქონების გადასახადის ვალდებულება ამოქმედდა

40

ავტომობილებზე ქონების გადასახადის  ვალდებულება 1 იანვრიდან ამოქმედდა . გადასახადი 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.

გადასახადის წლიური განაკვეთი, გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით დიფერენცირდება.

კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არა უმეტესს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.

2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება ტექდათვალიერების გავლა სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტისთვის.
სავალდებულო ტექდათვალიერების მეორე ეტაპი 2018 წლის პირველი ივლისიდან დაიწყება და ტექნიკური დათვალიერების გავლა ამჯერად იურიდიული კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ბალანსზე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს მოუწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები