LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაქტორი, რომელიც ამწეს ამოყვანას ცდილობდა, ყინულში ჩავარდა

62

20 ტონიანი ტრაქტორი, რომელიც ცდილობდა ამწე „Урал“ მდინარე ლენას ყინულებიდან ამოეყვანა, თავადაც ჩავარდა. ინციდენტი ირკუტსკის რაიონში მოხდა, სადაც ადგილობრივმა მაცხობრებლებმა გადაწყვიტეს მაშველებისთვის არ დაეცადათ და დამოუკიდებლად ამოეყვანათ ტექნიკა.

მანამდე კი მდინარეში საწვავის გადამზიდი ავტომობილი ჩავარდა, რომელსაც სავარაუდოდ 20 ტონა დიზელი გადაქონდა. ავტომობილის მფლობელმა მისი ამოყვანა ავტოამწეს საშუალებით სცადა, თუმცა, ისიც ყინულში ჩავარდა.

საწვავი 575 კვადრატულ მეტრზე დაიღვარა, ამ დრომდე შვიდი ტონა ნავთობპროდუქტის შეგროვება მოხერხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები