LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომი კარნავალისთვის ემზადება

85

რომი კარნავალისთვის ემზადება. იტალიური კარნავალის ნახვის საშუალება წელს არამხოლოდ ვენეციაში, არამედ სხვა ქალაქებშიც იქნება შესაძლებელი და გამონაკლისი არც დედაქალაქია.

10 დღის განმავლობაში რომი ხმაურიან ბაზრობად გადაიქცევა, ცენტრალურ ქუჩებზე დახლებს განათავსებენ, ხალხს კი ჯამბაზები და უცნაური ნიღბებით დაფარული მსახიობები გაართობენ. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი – ცხენების მსვლელობაა, ულამაზესი შოუ კარნავალის ეპიცენტრში გაიმართება და სტუმრებს აღორძინების ეპოქას გაახსენებს. აღსანიშნავია, რომ რომის კარნავალი 11 თებერვალს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები