LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიცკევიჩის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

156
TCH47863

საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა.

19 800 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი. მიწისქვეშა საკაბელო არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი. ასევე, დასრულდა გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, დასრულდა დახაზვის სამუშაოებიც. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, უკვე სრულად აღდგენილია.

ადამ მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.