LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის აეროპორტი ევროპაში ყველაზე დიდი გახდება

286
madrid-airport

მადრიდის საერთაშორისო აეროპორტი 2031 წლისთვის ევროპაში ყველაზე დიდი გახდება. ამისათვის, ბარახასში მასშტაბური რეკონსტრუქციებია დაგეგმილი.

სამუშაოები რამდენიმე ტერმინალის გაფართოებას, ტერმინალების წინ ტექნიკური შენობების აგებას და ასევე სხვა ობიექტების განახლებას მოიცავს. ეს ცვლილებები ავიაბაზის გამტარობას 28%-ით გაზრდის და  მადრიდი წელიწადში 90 მილიონი მგზავრის მიღებას და მომსახურებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად აეროპორტი წლიურად 50,6  მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს.

პროექტის დამსახურებით მადრიდში 60 ათასით მეტი ახალი სამუშაო ადგილიც გაჩნდება.

ამ დროისთვის ევროპის ყველაზე გადატვირთული აეროპორტებია: სტამბულის – 64,2 მილიონი მგზავრი წელიწადში, ლონდონის – 61,6 მილიონი მგზავრი, პარიზის აეროპორტი – 57,5 მილიონი და ამსტერდამის – 52,5 მილიონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები