LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში გზა მოიპარეს და გაყიდეს

82

ჩინეთში გზა მოიპარეს და გაყიდეს. შემთხვევა სუციანის პროვინციაში შუა ღამით მოხდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა  გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი მოიპარა. დამნაშავის პოვნა თვითმხილველთა დახმარებით მოხერხდა, მათ დაინახეს თუ როგორ დატვირთა მამაკაცმა სატვირთო ავტომობილი და მიიმალა.

პოლიციას ქურდის პოვნა არ გასჭირვებია და დანაშაულიც მან მალევე აღიარა. როგორც ის აცხადებს, ბოლო პერიოდში ამ გზას თითქმის არავინ იყენებდა, ამიტომ მან გადაწყვიტა რომ რაიმე სარგებელი ენახა. ჩინელმა ისიც დაამატა, რომ 500 ტონა ბეტონი 5 ათას იუანად გაყიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები