LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Land Rover-მა ზე გამძლე სმარტფონი შექმნა

189

Jaguar Land Rover-ის ჯგუფმა ზეგამძლე სმარტფონი შექმნა, რომელსაც Explore ქვია. მისი პრემიერა მარტის დასაწყისში, მობილური ინდუსტრიის გამოფენაზე Mobile World Congress ბარსელონაში შედგება.

სმარტფონი ავტომწარმოებელმა კომპანია Bullitt Group-თან ერთად შექმნა. მას შეუძლია გაუძლოს ჩაძირვას როგორც მტკნარ, ის მარილიან წყალში. ასევე, მუშაობს ტემპერატურის ექსატრემალური ცვალებადობის დროსაც, მომატებული ტენიანობისა და რყევის პირობებში. გაჯეტი არ გატყდება მაშინაც კი, თუკი მას 1,8 მეტრის სიმაღლიდან ჩამოაგდებენ.

Land Rover Explore აწყობილია ОС Android Nougat-ის ბაზაზე. სმარტფონში გამოყენებულია ათბირთვიანი პროცესორი MTK Helio X27, აქვს ორი სიმ ბარათის მხარადაჭერა, ოთხი გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და დამატებით 64 გიგაბაიტი.  სმარტფონის დისპლეი ხუთ დიუიმიანი Full HD ეკრანია. კამერა კი 16 მეგაპიქსელს აფიქსირებს.

მწარმოებელი ირწმუნება, რომ სმარტფონს ერთი დატენვით ორი დღის განმავლობაში შეუძლია მუშაობა. თუმცა, ვისთვისაც ესეც არ არის საკმარისი, დამატებითი ელემენტის შესაძლებლობაც არის.

ასევე, ხელმისწვდომია ნაკრები Adventure Pack, რომელიც GPS სიგნალის ხარისხს აუმჯობესებს.

სმარტფონზე შეკვეთების მიღება 26 აპრილიდან დაიწყება. ფასი კი 649 ევრო იქნება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები