LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა ამონაშვილი საქართველოში დაბრუნდა

24

თამუნა ამონაშვილი, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს, სამშობლოში რამდენიმე თვით დაბრუნდა. მომღერალი რუსეთში უკვე ათ წელზე მეტია ცხოვრობს და მისი თქმით, საქართველოში დაბრუნება მისთვის ყოველთვის ძალიან ემოციური მომენტია, რადგან აქაურობა ძალიან ენატრება.

„ძალიან მაკლია აქაური ყველაფერი. აქ ვივსები ყველანაირად და შემდეგ უკან ვბრუნდები. ყველა აქ მყავს: ახლობლები, თაყვანისმცემლები, მეგობრები და ეს ყველაფერი მუდმივად მაკლია“ – აცხადებს მომღერალი.

მოსკოვის კლუბებში თამუნა ამონაშვილი ცოცხალ ბენდთან, „არგოსთან“ ერთად მღერის. მომღერალი, რომელსაც პოპულარობა პოპ-მუსიკამ მოუტანა, მუსიკალური ბაზრის შეცვლასთან ერთად, მიმართულების შეცვლაც მოუწია. თუმცა აღიარებს, რომ პოპი მისთვის ყოველთვის მოთხოვნად  ჟანრად დარჩება.

თამუნა ამონაშვილი საქართველოში სექტემბერამდე დარჩება და ამ დროის მანძილზე ის ახალ ალბომზეც იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები