როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქალების 25 % საყვარელ მამაკაცს წარმოსახვაში ღალატობს. ხოლო წარმოსახვით მოღალატე მამაკაცები მხოლოდ 13 % შეადგენენ, სამაგიეროდ მამაკაცებს არ უჭირთ რეალურად ღალატი. რა უბიძგებს მათ ღალატისკენ?
N1: სექსის ნაკლებობა
სექსი მამაკაცისთვის იგივეა, რაც საწვავი ავტომობილისათვის და თუკი საკუთარი ავტოგასამართი სადგური არ მუშაობს, საჭირო ხდება მოიძებნოს ალტერნატიული საშუალება. ლოგიკა მარტივია… თუ საყვარელი ადამიანი მამაკაცს ხშირად იცილებს თავიდან მიზეზებით : თავი მტკივა, დღეს შეუძლოდ ვარ, ბავშვი ტიროდა მთელი დღე და ა.შ. მამაკაცი აუცილებლად გადაუხვევს გზიდან და სურვილების დასაკმაყოფილებლად სხვასთან გაეშურება.
N2: სიმთვრალე
ამ კომპონენტში არც ერთი სქესის წარმომადგენელი არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა მამაკაცს აქვს ერთი მინუსი, მან შეიძლება საერთოდაც ვერ გაიხსენოს წინა ღამით რა მოხდა. შესაბამისად ნაბახუსევზე მათთვის ახალი დილა ახალი ფურცელივით სუფთაა.
N3: საშიში გოგონები
არსებობენ მანდილოსნები, რომლებიც თავად აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ სასურველი მამაკაცის მკლავებს შორის მოექცნენ. შესაბამისად არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ დღეს მამაკაცისგან მოისმენთ სიტყვებს: თვითონ შემაბა, ტანსაცმელი შემომახია, დამაბა და ჩემზე ძალა იხმარა. ასეთი მანდილოსნების წინაშე მამაკაცები უძლურები არიან. მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს პასუხი : გოგონავ! თავი ხელში აიყვანეთ. რეალურად კი მათი მოგერიება საშინლად რთულია.
N4: მეუღლის დაუდევრობა
მამაკაცებს ძალიან აღიზიანებთ მთელი დღე ერთი და იგივე სცენების ყურება. როგორ იპრანჭება მისი მეუღლე, როგორ ისმევს ტუჩის საცხს, როგორ წუწუნებს შოპინგზე, კითხვები უხდება თუ არა ესა თუ ის კაბა… შაბათ კვირას კი აუცილებელია მეუღლესთან ერთად მის მშობლებთან წასვლა. ეს ყველაფერი მამაკაცზე უარყოფითად მოქმედებს, შესაბამისად იწყებს ისეთი ადამიანის ძებნას, რომელსაც მხოლოდ რამოდენიმე საათით შეხვდება, გააკეთებს იმას რაც უნდა და შემდეგ ისევ სახლში დაბრუნდება.
N5: შუყვარდა
ეს ყველაზე რთული შემთხვევაა და სამწუხაროდ ეს ამბავი არც მდედრობითი და არც მამრობითი სქესისთვის არ მთავრდება კარგად. ამ შემთხვევაში მთავარია სიმართლე: შეუყვარდა – უღალატა – გამოუტყდა – გაშორდა. სხვა შემთხვევაში ცხოვრების გართულება გარდაუვალია.
N6: მოგზაურობა, რომანტიკა
მამაკაცებს ძალიან უყვართ მოგზაურობა. მათთვის ეს არის რომანტიკული თავგადასავალი და ფლირტის საუკეთესო საშუალებაა. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მატარებლით მგზავრობა, ავტომობილით, თვითმფრინავით თუ ა.შ. მთავარია იქ იყვნენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. მამაკაცისთვის ამის უღალატოდ გადალახვა ფაქტიურად შეუძლებელია.
N7: სიყვარულმა ჩაიარა
ერთხელაც მამაკაცი შეიძლება ადგეს და მიხვდეს რომ მას აღარ უყვარს. აღარ იზიდავს მასთან თანაცხოვრება, სექსი, ძილი, ჭამა… და უბრალოდ ის შეიცვალა. თუმცა, ის მაინც აგრძელებს თქვენთან ერთად ცხოვრებას. ოღონდ უკვე მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით. ამასთანავე მამაკაცი ხვდება იმასაც რომ ”გოგონების მეტი რაა”, შესაბამისად იწყებს მათზე ნადირობასაც…
თუმცა ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. ამით ნუ შეშინდებით. გიყვარდეთ თქვენი მეორე ნახევარი, ეცადეთ ასიამოვნოთ მას და უბრალოდ ყურადღება მიაქციოთ. დანარჩენს უკვე თავად ცხოვრება გიკარნახებთ.