სეზონის ”ყველაზე ცხელი წყვილი” უკვე მეორე კვირაა შვებულებას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში – იტალიის ნახევარკუნძულზე ამალფიტანის სანაპიროზე ატარებს, რომელიც თავისი სილამაზითა და უძველესი ისტორიით ”იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.
40 წლის კუპერის და 29 წლის შეიკის ბოლო ფოტეებმა, სადაც ისინი ზედმეტად ემოციურად გამოხატავდნენ საკუთარ გრძნობებს, პრაქტიკულად ააფეთქეს სოციალური ქსელი. ამჯერად წყვილმა მეტი თავშეკავებულობა გამოიჩინა – მშვიდად სეირნობდა პლიაჟზე, მერე კი, სანაპიროზე მივიდა, სადაც სპეციალურად მათთვის მომზადებული იახტა ელოდებოდათ.