LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია მსოფლიოს ყველაზე „საცობიანი“ ქალაქები?

192
საცობი

სპეციალისტებმა დაასახელეს მსოფლიოს ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი საცობია. ნიდერლანდურმა კომპანიამ TomTom გზების გადატვირთულობის ყოველწლიური კვლევა ჩაატარა და მოძრაობა 6 კონტინენტზე განთავსებული 55 ქვეყნის 387 ქალაქში შეისწავლა. ყველაზე ნელი ქალაქი „ლონდონი“ აღმოჩნდა, სადაც 10 კილომეტრიანი მანძილის გადასალახად ავტომობილებს გასულ წელს საშუალოდ 37 წუთი სჭირდებოდათ. თუმცა, საცობებში ყველაზე მეტ დროს დუბლინელები ატარებდნენ, წლის შეჯამებით 158 საათს. ანუ საშუალო სტატისტიკურმა დუბლინელმა საცობში 6,5 დღე გაატარა.

მესამე ადგილს ტორონტო იკავებს. იქ 10 კილომეტრს მძღოლები საშუალოდ 29 წუთში გადიოდნენ, საცობებში 98 საათი გაატარეს და პიკი საათის დროს საშუალო სიჩქარე 18 კილომეტრი იყო. ყველაზე საცობიანი ქალაქების შემდეგი პოზიციები ასე გადანაწილდა – მილანი, ლიმა, ბანგალორი, პუნა, ბუქარესტი, მანილა და ბრიუსელი.

ყველაზე თავისუფალი გზები ამერიკულ ოკლაჰომა-სიტიში აღმოჩნდა – 8 წუთით 10 კილომეტრის გასავლელად და წლის შეჯამებით საცობებში გატარებული 19 საათით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები