LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ ითამაშებს ენცო ფერარის

84

კრისტიან ბეილი რობერტ დე ნიროსთან ერთად იტალიელი კონსტრუქტორის, ენცო ფერარის ცხოვრების შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მონაწილეობას მიიღებს.
პორტალ Deadline-ის ცნობით, მსახიობმა თანხმობა უკვე განაცხადა. ამ დროისთვის უცნობია, ვის განასახიერებს კრისტიანი. არსებობს ვარაუდი, რომ ის ახალგაზრდა ენცო ფერარის როლს შეასრულებს.
ფილმის რეჟისორად მაიკლ მანია დანიშნული.
რაც შეეხება დე ნიროს, მთავარი როლის გარდა, ის ფილმის პროდიუსერადაც მოგვევლინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები