LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდეალური ადგილები რომანტიკული შეხვედრებისთვის

55

ტრევის შადრევანი რომში

 

Italy, Rome, Trevi Fountain

რომში რომანტიკული შეხვედრების ყველაზე პოპულარული ადგილად მე-18 საუკუნის შადრევანი ტრევი მიიჩნევა, სადაც ერთი მონეტის ჩაგდება აუცილებლად  უკან დაბრუნებას ნიშნავს, ორი მონეტა – სასიყვარულო შეხვედრის გარანტიაა, სამი – ქორწილის, ოთხი კი – სწრაფად გამდიდრების. ის კი, ვინც ხუთ მონეტას გაიმეტებს, როგორც ამბობენ დიდი უსიამოვნებისგან განთავისუფლება. ტურისტებთან ერთად, ბედნიერების საპოვნელად მონეტებს არც რომაელები იშურებენ, რაც ქალაქის ბიუჯეტს წელიწადში მინიმუმ 70 000 ევროთი ავსებს.

 

ესპანური კიბე რომში

 

Baraccia fountain at bottom of Spanish Steps at Piazza di Spagna below Trinita dei Monti Church.

პაემნების კიდევ ერთი პოპულარული ადგილია რომის და მთელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაგებობა – ესპანური კიბე, სადაც შეყვარებულების შეხვედრების გარდა, ხშირად მოდური ჩვენებებიც ეწყობა.

 

ოხვრის ხიდი ვენეციაში

Italy, Venice, Bridge of Sighs, Doge's Palace

უძველესი ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს დოჟების სასახლეს, სადაც ერთ დროს სასამართლო იყო და ყოფილი საპატიმროს შენობას. სწორედ ამ ხიდით ხვდებოდნენ პატიმრები იქ, სადაც ნაკლებად სასიამოვნო წლების გატარება ელოდათ. დღეს ოხვრის ხიდი პაემნების ადგილადაა ქცეული, სადაც კოცნა მარადიული სიყვარულის გარანტიას იძლევა.

 

პიაცა მიქელანჯელო ფლორენციაში

Piazzale Michelangelo

 

მიქელანჯელოს მოედანიდან განსაკუთრებით სასიამოვნოა ქალაქის ხედებით დატკბობა საყვარელ ადამიანთან ერთად.  გზა ვალე დეი კოლედან პიაცალემდე კი, ერთგვარი ტესტია გრძნობების გამოსაცდელად. იმ შემთხვევაში თუ ექვსკილომეტრიანი გზა თქვენს მეწყვილეს კოშმარულ გამოცდად არ მოეჩვენება, დარწმუნებული იყავით, რომ არჩევანში არ შემცდარხართ.

Amazing Sunset in Firenze, Italy

 

ხელოვნების ხიდი პარიზში

Pont des Arts at dusk

პარიზის ხელოვნების ხიდზე წყვილები ბოქლომს ამაგრებენ, გასაღებს კი წყალში აგდებენ. რამდენიმე წლის წინ პარიზის მთავრობამ შეყვარებულების კეთილგონიერების იმედით ხიდს რკინის ბადე გაუკეთეა, თუმცა იმედი გაუცრუვდა – ბოქლომების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

 

სიყვარულის კედელი პარიზში

wall

მონმარტრის ერთ-ერთი მოედანი თავისი სიყვარულის კედლით გახდა ცნობილი. 511 ფილაზე, რომლითაც კედელი აშენდა, 280 ენაზეა წაწერილი ფრაზა: ”მე შენ მიყვარხარ”.

 

ეიფელის კოშკი

Eiffel Tower in twilight

რა თქმა უნდა, რომანტიკული მოგზაურობა პარიზში ეიფელის კოშკის სტუმრობის გარეშე ვერ ჩაითვლება რომანტიკულად. კოშკის ყველაზე მაღალ წერტილში ასვლა, მერე კი, საღამოს მყუდრო რესტორანში გატარება წყვილების საყვარელი რიტუალია.

view from the eiffel tower of the Champ de Mars

 

ცენტრალური პარკი ნიუ-იორკში

Central park

რომანტიკული ფილმების მთავრი პერსონაჟი – ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი, მართლაც მშვენიერი ადგილია პაემნებისთვის. ის ვინც რომანტიკულ საღამოს კლასიკურ ვარიანტს გეგმავს, აუცილებლად უნდა დაჯავშნოს მაგიდა საკულტო რესტორანში La Grenouille, რომელმაც თავისი ფრანგული სამზარეულოთი გაითქვა სახელი.

 

ლონდონის თვალი

London at dusk

შეიძლება ზოგიერთს რომანტიკული საღამოს 135 მეტრის სიმაღლეზე მოწყობა საეჭვოდ მოეჩვენოს, მაგრამ შეყვარებულებს მწვერვალების დაპყრობა არასდროს აშინებდათ. წმინდა ვალენტინის დღეს ატრაქციონი ყველაზე პოპულარული ადგილია, სადაც ადგილები რამდენიმე დღით ადრე იჯავშნება.

The London Eye giant wheel

 

კარლის ხიდი პრაღაში

Czech republic prague charles bridge at dawn

მდინარე ვლტავას ნაპირებზე გადებულ ხიდზე, ლეგენდის თანახმად, სურვილები მხოლოდ იმ შემთხვევაში სრულდება, თუ შეყვარებულები ერთდროულად აკოცებენ ერთმანეთს და შეეხებიან ხიდის ფილებს.

 

ტაჯ-მაჰალი ინდოთში  

Taj Mahal Sunrise

გრანდიოზული ტაჯ-მაჰალი, მთელი თავისი დიდებულებით და თეთრი მარმარილოთი, რომელიც ჩამავალი მზის სხიბვებში ფერს იცვლის და ვარდისფერი ხდება, ნებისმიერში გააღვიძებს რომანტიკულ გრძნობებს.

 

პილატეს მთა შვეიცარიაში

Mount Pilatus station overlooking Lucerne

ექსტრემალები ერთმანეთს სიყვარულს პილატეს მთაზე უხსნიან. მართალია, ლეგენდის თანახმად, მთის ფერდობზე იუდეის პროკურატორი პონტი პილატეა დასაფლავებული, მაგრამ კლდემ სახელწოდება მაინც ლათინური სიტყვისგან ”pilleatus” მიიღო, რაც ნაბდის ქუდს ნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები