LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგა დაჯგუფდა

22

მონაკოში, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. როგორც ყოველთვის 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა.

განსაკუთრებულად საინტერესოდ D ჯგუფი გამოიყურება, რომელიც გულშემატკივრებმა უკვე შერაცხეს „სიკვდილის ჯგუფად“. აღნიშნულ ჯგუფში ერთად თავი შემდეგმა კლუბებმა მოიყარეს: გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა და იტალიის სერია ა-ს გამარჯვებულმა „იუვენტუსმა“, პრემიერლიგის მეორეადგილოსანმა „მანჩსტერ სიტიმ“, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ გაძლიერდა, ბუნდესლიგის მესამეადგილოსანმა მიონხენგლადბახის „ბორუსიამ“ და ევროპალიგის გამარჯვებული ესპანური „სევილია“, რომელიც ყველამ იცის რა ძალას წარმოადგენს.

ესპანეთის ლა ლიგას ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში რეკორდული, 5 წარმომადგენელი ეყოლება.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 15 სექტემბერს დაიწყება.

საბოლოოდ, ყველა ჯგუფი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
“პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი)
“რეალი” (ესპანეთი)
“შახტარი” (უკრაინა)
“მალმე” (შვედეთი)

B ჯგუფი
“ეინდჰოვენი” (ჰოლანდია)
“მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)
„ცსკა“ (რუსეთი)
“ვოლფსბურგი” (გერმანია)

C ჯგუფი
“ბენფიკა” (პორტუგალია)
“ატლეტიკო” (ესპანეთი)
“გალათასარაი” (თურქეთი)
“ასტანა” (ყაზახეთი)

D ჯგუფი
“იუვენტუსი” (იტალია)
“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)
“სევილია” (ესპანეთი)
“გლადბახი” (გერმანია)

E ჯგუფი
“ბარსელონა” (ესპანეთი)
“ლევერკუზენი” (გერმანია)
“რომა” (იტალია)
“ბატე” (ბელარუსი)

F ჯგუფი
“ბაიერნი” (გერმანია)
“არსენალი” (ინგლისი)
“ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი)
“დინამო” (ხორვატია)

G ჯგუფი
“ჩელსი” (ინგლისი)
“პორტუ” (პორტუგალია)
“დინამო” (უკრაინა)
“მაკაბი” (ისრაელი)

H ჯგუფი
“ზენიტი” (რუსეთი)
“ვალენსია” (ესპანეთი)
“ლიონი” (საფრანგეთი)
“გენტი” (ბელგია)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები