ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თავის ფეხბურთელზე, ედენ აზარზე ისაუბრა.
“აზარი შესანიშნავი მოთამაშეა, თუმცა, ის მიმდინარე სეზონში ისეთივე არ არის, როგორიც გასულ სეზონში იყო.
როდესაც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება გაქვს, მეტი მოგეთხოვება. ვფიქრობ, აზარმა თამაშის ხარისხს უნდა მოუმატოს”, – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში ”ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე ”კრისტალ პალასთან” წააგო. მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის ეს უკვე მეორე მარცხია. ”არისტოკრატები” ცხრილში 4 ქულით მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან.