გერმანიაში საკმაოდ დიდი მაგისტრალის მშენებლობა შეაჩერეს, რათა იშვიათი სახეობის 300 თაგუნია გადაერჩინათ. საუბარია ტყის ძილგუდაზე, რომელიც საქართველოშიც გვხვდება, თანაც ორი ქვესახეობა: ჩვეულებრივი ძილგუდა და კავკასიური ძილგუდა.
მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, როცა გაირკვა რომ ახალი გზა მღრღნელების გადარჩენას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა და მთავრობასაც ბევრი არ უფიქრია.
იმისათვის, რომ უნიკალური სახეობა გადარჩეს ფედერალური ხელისუფლება მათი გადასახლების ოპერაციის ორგანიზებას გეგმავს: თითოეულ თაგვს ხელით დაიჭერენ და ახალ ადგილას გადაიყვანენ.
ძილგუდებისთვის შესაფერის სახლს სპეციალისტები შეარჩევენ. ისინი ახლო-მახლო ტერიტორიაზე პოტენციურ საცხოვრებელ ადგილებს შეისწავლიან. ხოლო, როცა ადგილი შეირჩევა, მას თაგვების კომფორტული ცხოვრებისთვის დამატებითაც აღჭურავენ.
ძილგუდების გადასახლება 2025 წლამდე უნდა დასრულდეს.