კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პედრო როდრიგესის შემცვლელის ყიდვას გეგმავს. ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-ს ცნობით, ამისთვის ისინი 10 ფეხბურთელს აკვირდებიან, თუ არ ჩავთვლით ნოლიტოს.
აღნიშნული ფეხბურთელიების სია შემდეგნაირად გამოიყურება:
ესპანეთიდან – კარლოს ველა (“სოსიედადი”), სოფიან ფეგული (“ვალენსია”);
ინგლისიდან – ხესუს ნავასი (“მანჩესტერ სიტი”), თეო უოლკოტი (“არსენალი”), რიადა მარეზა (“ლესტერი”), ფლორიან ტოვენი (“ნიუკასლი”);
იტალიიდან – ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), დომენიკო ბერარდი (“სასუოლო”).
გერმანიიდან – კარიმ ბელარაბი (ლევერკუზენის “ბაიერნი”)
ჰოლანდიიდან – ლასე შონე (ამსტერდამის “აიაქსი”).
შეგახსენებთ, ფიფას მიერ კატალონიური გრანდზე დაწესებულ სანქციას ვადა 2016 წლის პირველ იანვარს გასდის. სწორედ იანვრიდან შეძელებენ მოედანზე გასვლას ”ბარსას” ახალწვეულები არდა თურანი და ალეიშ ვიდალი.