LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევრობასკეტის 1/8-ში გავიდა

24

გუშინ ღამით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი 2015-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჯგუფის მასპინძელ ხორვატიასთან გამართა და მეტოქე   71:58 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ქართველებმა 14:13 მოიგეს.

მეორე მეოთხედი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა – 28:25.

მესამე მეოთხედში კვლავ ქართველებმა იყოჩაღეს და 22:16 იმარჯვეს, ბოლო მეოთხედის წინ საქართველო 47:44 დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედი საქართველოს ნაკრებისთვის ამ ტურნირზე საუკეთესო იყო, ქართველებმა საერთო ჯამში 71:58 მოიგეს.

12-12 ქულა ზაზა ფაჩულიამ, ვიქტორ სანიკიძემ და დუდა სანაძემ ჩააგდეს. ყველაზე მეტი 16 ქულა კი ხორვატმა ლუკა ზორიჩმა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი ორი მოგებითა და სამი მარცხით დაასრულა.

23:00 საათზე კი საქართველოსთვის გადამწყვეტი C- ჯგუფის ბოლო შეხვედრა საბერძნეთსა და ჰოლანდიას შორის გაიმართა. თუ ბერძნები შეხვედრაში გაიმარჯვებდნენ მაშინ, საქართველო ჯგუფში მეოთხე პოზიციას დაიკავებდა და 1/8-ფინალის საგზურს მოიპოვებდა. საბოლოოდ ყველაფერი ქართველთა სასიკეთოდ დასრულდა, საბერძნეთმა ჰოლანდია 68:65 დაამარცხა.

მერვედფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე საკმაოდ ძლიერი ლიტვის ნაკრები იქნება. შეხვედრა 13 სექტემბერს 23:00 საათზე გაიმართება.