საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ნბა-ში დაბრუნდა. 32 წლის კალათბურთელი კარიერას ლოს ანჯელეს “კლიპერსში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია საერთაშორისო ჟურნალისტმა დევიდ პიკმა საზოგადოებას ტვიტერის გვერდიდან აცნობა.
“კლიპერსს” აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა როგორც ინტერნეტპორტალი Hoopsrumors.com-ი იუწყება, ეს დროის საკითხია. ნიკა ლოს ანჯელესის გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
როგორც იცით, ცქიტიშვილი ნბა-ში 2002-2006 წლებში თამაშობდა და მისი საშუალო მონაგარი თამაშში 2.9 ქულა, 1.7 მოხსნა იყო 7.2 წუთში. იგი ამერიკაში 2002 წელს იტალიური “ბენეტონიდან” გადავიდა. მაშინ “დენვერ ნაგეტსმა” 19 წლის ქართველი დრაფტზე მე-5 ნომრად აიყვანა. ”დენვერის” გარდა ნბა-ში ნიკას “გოლდენ სტეიტის”, “მინესოტას” და “ფინიქს სანსის” რიგებშიც უთამაშია.
ბოლოს ცკიტიშვილი ლიბანურ “ჩემპვილში” ირიცხებოდა.