LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის ფასი შეიძლება კიდევ დაეცეს

13

როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ამერიკამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 200 მილიარდი დოლარი იზარალა. იმის გამო, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი დღითიდღე იკლებს, ამერიკული კომპანიები სხვადასხვა პროექტებზე უარს ამბობენ.

გასაკვირი არაა ის, რომ თითოეულ ჭაბურღილს სრულად დატვირთვისთვის მინიმუმ 5 წელი ესაჭიროება. შესაბამისად, ასეთი „ინსტალაციები“ ფინანსებთანაა დაკავშირებული, რომლის გადახდასაც დღევანდელი მონაცებების გათავლისწინებით ერიდებიან.

გარდა ამისა, როგორც პრესა იტყობინება, ამერიკის ხელისუფლება საწვავის ბიზნესის დასახმარებლად არ აპირებს რაიმე დამატებითი თანხების გამოყოფას და ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი, კიდევ უფრო დაიკლებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ საწვავი არეგულირებს დოლარის სიმყარეს. შესაბამისად თუ საწვავის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ დარეგულირდება, სრულიად შესაძლებელია, რომ დოლარის კურსი კვლავ გაიზარდოს, რაც არც მსოფლიო ვალუტაზე და მითუმეტეს არც ქართულ გაცვლით კურსზე, კარგად არ აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები