LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკინფევა: დიეგო კოშტას აზრზე მოვიყვან

33

ინგლისის რანგით მეოთხე ჩემპიონატის კლუბ “უიმბლდონის” თავდამსხმელმა ადებაიო აკინფენვამ, რომელიც საკუთარი აღნაგობით არის ცნობილი, დიეგო კოშტას საქციელზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ”არსენალთან” გამართულ პრემიერლიგის მატჩში “ჩელსის” ფეხბურთელი თავისი ტრადიციული საქციელებით გამოირჩა, რის გამოც ის ბევრმა გააკრიტიკა.

“რეალობაში, თუ ერთმანეთს დავუპირისპირდებით, მას აზრზე მოვიყვან. როგორც ფეხბურთელი, დიეგო კოშტა მომწონს, მაგრამ თუ ის ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას ისურვებს, მხოლოდ ერთი გამარჯვებული გვეყოლება”, – გაიხუმრა მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ფეხბურთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები