არგენტინული “ბოკა ხუნიორსის” ფორვარდმა კარლოს ტევესმა საავადმყოფოში “არგენტინოს ხუნიორსის” ნახევარმცველი ეზეკიელ ამი მოინახულა, რომელსაც არგენტინის ჩემპიონატის 25-ე ტურში მძიმე ტრავმა მიაყენა.
“მადლობა, რომ მომინახულე კარლოს” – დაწერა ამმა საკუთარ “ინსტრაგრამზე”.
31 წლის ტევესი “ბოკა ხუნიორსში” მიმდინარე წლის ზაფხულში ტურინის “იუვენტუსიდან” 6,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამ სეზონში მან 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა.