გუშინ ბუნდესლიგის მეექვსე ტურში “ჰოფენჰაიმმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. დორტუნდელებმა ბუნდესლიგაში მიჯრით 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს.
მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, გოლი რუდის ანგარიშზეა.
მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გათანაბრა. აღსანიშნავია, რომ ამ გოლის შემდეგ გაბონელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში რეკორდი დაამყარა.
ობამეიანგი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატის საწყის 6 ტურში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო.