LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტრამპის Lamborghini რეკორდულ თანხად გაიყიდა

127
lamborghini

Lamborghini Diablo, რომელიც დონალდ ტრამპს ეკუთვნოდა, 1,1 მილიონ დოლარად გაიყიდა. Barrett-Jackson-ის აუქციონის სახლის ინფორმაციით, 40 ათასი კილომეტრიანი გარბენის მქონე სუპერქარი პლანეტაზე ყველაზე ძვირადღირებული Diablo გახდა. როგორც წესი, ანალოგიური მოდელები ორჯერ უფრო იაფად იყიდება ხოლმე. გარდა ცნობილი მეპატრონისა, ავტომობილის ღირებულებაზე ძარის უნიკალურმა ფერმაც იმოქმედა.

დონალდ ტრამპმა Lamborghini-ს ახალი Diablo VT Roadster 1997 წელს შეუკვეთა. იტალიური მწარმოებელი მაშინ სუპერქარებისთვის Blu Le Mans-ის ფერს არ იყენებდა, თუმცა ბიზნესმენისთვის გამონაკლისი დაუშვეს. შედეგად, აშშ-ს მომავალი პრეზიდენტისთვის უნიკალური Diablo შეიქმნა.

Diablo VT Roadster მოძრაობაში 5,7 ლიტრის მოცულობის V12 ძრავას მოჰყავს, რომელსაც 492 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. აგრეგატი 5 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და 100 კმ-მდე გასახურებლად 4,1 წამი სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები