LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმენიგე: მიულერის ტრანსფერი არ განიხილება

33

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელ დირექტორ კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით, თომას მიულერი გერმანულ კლუბს არ დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გერმანელისადმი “მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან არსებულ ინტერესზე ჭორები ხშირად ვრცელდებოდა.

“მიულერი “ბაიერნში” რჩება, მიუხედავად იმისა, თუ რა წინადადებას შემოგვთავაზებენ.

არ არსებობს არანაირი ფასი, რის სანაცვლოდაც მას გავყიდით. ლიონელ მესი “ბაიერნს” ეკუთვნის, უეინ რუნი “ემიუს”, მიულერი კი – “ბაიერნს” და ეს ასე უნდა დარჩეს. მეორე მიულერი მსოფლიოში არ არსებობს. იგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა”. – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Bild.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები