LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანები შავებში“ უილ სმიტის გარეშე დარჩა?

28

როგორც უცხოური პრესა იუწყება, საკულტო ფილმის „ადამიანები შავებში“ (Men In Black) ახალი სერიის გადაღება იგეგმება. ჯერ კიდევ 2013 წელს კინოკომპანია „სონიმ“ დაანონსა ფილმის ახალი, მეოთხე ნაწილის გადაღება, თუმც მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, შეიცვალნენ ხელმძღვანელები, შეიცვალა გეგმები და როგორც იქნა, ახალ სერიასაც დაადგება საშველი.

თუმცა, ჯერ-ჯერობით დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, უილ სმიტი გაურკვეველი მიზეზების გამო შავი სამოსის მიღმა დარჩა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საკულტო ფილმის პირველი ნაწილი, 1997 წელს გადაიღეს, რომლის რეჟისორიც ბარი ზონერფილდი გახლდათ. ფილმს უამრავ ჯილდოსთან ერთად, ოსკარიც აქვს აღებული „საუკეთესო გრიმის“ კატეგორიაში.

თუ კრიტიკოსებს დავუჯერებთ, უილ სმიტისა და ტომი ლი ჯონსის გარეშე, ფილმს წარმატების არც თუ ისე დიდი შანსი ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები