LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ჯაბუას 29 იანვარს ვარსკვლავს გაუხსნიან

49

Ardaidardo.Ge29 იანვარს, ფილარმონიის წინ, „მზიურის“ სოლისტის, მაია ჯაბუას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. თავად მომღერალი ამ თარირთან დაკავშირებით ღელავს, რადგან საზოგადოების წინ დიდი კონცერტით 2006 წლის შემდეგ აღარ წარმდგარა, იმ წელიწადს მისი სოლოკონცერტი გაიმართა.

 

სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს, მაია ჯაბუას რეპერტუარში წლების განმავლობაში შესული სიმღერების ახლებური ვერსიები შესრულდება. მომღერალთან ერთად სცენაზე გამოვლენ მისი კოლეგები და დიდი ხნის მეგობრები: თამრიკო ჭოხონელიძე, თემურ თათარაშვილი, დათო ევგენიძე, ეკა კახიანი. რასაკვირველია, საღამო არ ჩაივლის მაია ჯაბუას შვილი, ლიზა ყენიას გარეშე, რომელიც ასევე წარდგება მაყურებლის წინაშე.

საღამოს ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა, მხარდამჭერები კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები