საქართველოს ნაკრებს ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩი მიჯრით უწევს. ჯერ შინ გიბრალტარს ვუმასპინძლებთ, შემდეგ კი გერმანიას ვესტუმრებით. ჩვენები ამ მატჩებისთვის ”ბასაზე” დღეიდან დაიწყებენ მზადებას.
კახა ცხადაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა გუნდი ჯერ არასრული შემადგენლობით ივარჯიშებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს-გიბრალტარი “დინამო არენაზე” 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. გერმანისთან კი ჯვაროსნები ქალაქ ლაიფციგში 11 ოქტომბერს ითამაშებენ, შეხვედრა 22:45 საათზეა დანიშნული.
ქართველებთა შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარეები: გიორგი ლორია (“კრილია სოვეტოვი”), ნუკრი რევიშვილი (“მორდოვია”), გიორგი მაკარიძე (“ფეირენშე”)
მცველები: გიორგი ნავალოვსკი (“დილა”), გიორგი ფოფხაძე (“ფლამურტარი”), ალექსანდრე ამისულაშვილი (“ქარშიაქა”), ზურა ხიზანიშვილი (“ინტერი”), გურამ კაშია (“ვიტესი”), საბა კვირკველია (“რუბინი”), უჩა ლობჟანიძე (“ომონია”), ოთარ კაკაბაძე (“დინამო”), გია გრიგალავა (“პაფოსი”)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (“რეიმსი”), სანდრო კობახიძე (“ვოლინი”), თორნიკე ოქრიაშვილი (“გენკი”), ნიკა კვეკვესკირი (“ინტერი”), გიორგი მერებაშვილი (“ვერია”), ვალერი ყაზაიშვილი (“ვიტესი”), ნიკა ძალამიძე (“რიზესპორი”), გუგა ფალავანდიშვილი (“დილა”)
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე (“ორჰუსი”), ბაჩანა ცხადაძე (“ფლამურტარი”), ნიკოლოზ გელაშვილი (“პაფოსი”)