LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში წარადგინეს პოლიციის ავტომობილი, რომელსაც სახურავზე დრონი აქვს

196
lucid

საუდის არაბეთის პოლიცია ელექტრონულ Lucid Air-ზე გადავიდა. პირველი ასეთი ავტომობილი კი გასულ უქმეებზე თავდაცვის მსოფლიო გამოფენაზე წარადგინეს. საპატრულო Lucid Air ჩვეულებრივისგან პოლიციის ფერებში შესრულებული ვიზუალით და სახურავზე დამონტაჟებული დრონით განსხვავდება. ეს დრონი სპეციალურ ყუთშია დამალული, ავტომატურად იხსნება და მუდამ მზადაა მოქმედებისთვის. მომავალი 10 წლის განმავლობაში Lucid ადგილობრივ სამართალდამცავებს 100 ათასი ასეთი მანქანით მოამარაგებს.

ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ლუქს ელექტრომობილების გამოშვებით იყო დაკავებული, საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან „მწვანე“ ავტომობილების მიწოდების შესახებ შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 2022 წელს მოაწერა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Lucid-ის აქციების 62% საუდის არაბეთის სახელმწიფო ფონდს ეკუთვნის და ავტომწარმოებლის განვითარებაში დაწესებულებამ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები