LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უილ სმიტი კვლავ ამღერდა

30

ბოლო ალბომის გამოშვებიდან 10 წლის შემდეგ კინომსახიობ უილ სმიტს გაახსენდა, რომ თავდაპირველად ის რეპის ვარსკვლავი იყო.

მართალია, ალბომის გამოშვებაზე საუბარი, ჯერ-ჯერობით, არ არის, თუმცა მან მიიღო მონაწილეობა ჯგუფ Bomba Estereo-ს სიმღერის „Fiesta“-ს რიმეიქის ჩაწერაში. სიმღერა 2 ოქტომბერს ჩაიწერა, თუმცა ის უკვე მილიონობით ადამიანმა მოისმინა.

ტრეკში 47 წლის სმიტი კოლუმბიურ ჯგუფთან ერთად ინგლისურ და ესპანურ ენებზე მღერის.

„როდესაც გავიგე, რომ ჩვენს სიმღერაზე რემიქსის გაკეთებას თავად უილ სმიტი გეგმავდა, უბრალოდ – ვერ დავიჯერე“- ამბობს ჯგუფის დამფუძნებელი სიმონ მეხია,-„მასთან ერთად მუშაობაზე ოცნებაც არ შეგვეძლო.“

სანამ სმიტი ცნობილი მსახიობი გახდებოდა, 1980-იან წლებში ცნობილი რეპ-შემსრულებელი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები