LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევერტონის ფეხბურთელი გაძარცვეს

26

”მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი და ”ევერტონის” ამჟამინდელი ნახევარმცველი ტომ კლევერლი უსიამოვნო ინციდენტის მსხვერპლი გახდა. მძარცველები, რომლებიც ბეისბოლის ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული, ღამით ფეხბურთელის სახლში შეიჭრნენ, რომელიც მანჩესტერში მდებარეობს. სახლში გარდა თავად ფეხბურთელისა, მისი მეუღლე და ორი წლის ქალიშვილი იმყოფებოდნენ.

”The Sun” წერს, რომ ტომმა და მისმა მეუღლემ შოკი განიცადეს, თუმცა საბედნიეროდ ძალადობის მსხვერპლნი არ გამხდარან. მძარცველებმა სახლიდან საათები, საიუველირო ნივთები და თანხა გაიტანეს. ასევე გაიტაცეს ორი ავტომობილი. ზარალის მთლიანი ოდენობა დაახლოებით 240 ათას ევროს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები