LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ფერნანდო იერო ჩამოდის

33

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი,მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფერნანდო იერო საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მოწვევით თბილისს რამოდენიმე დღით ესტუმრება.თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, იერო გაეცნობა  “საბურთალოს” მუშაობის სტილს და ინფრასტრუქტურას, ასევე დაესწრება ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას ”საბურთალო”-”მიდტიულანდი”,რომელიც 21 ოქტომბერს გაიმართება.წყაროს ცნობით,დაგეგმილია იეროს შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთანაც.ფერნანდო იეროს თბილისში ვიზიტი ერთი თვის წინ,მადრიდში დაიგეგმა,როდესაც იგი ”საბურთალოს” პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძეს შეხვდა.

ფერნანდო იერომ საფეხბურთო კარიერა 2005 წელს დაასრულა, 2007-2011 წლებში იგი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად მუშაობდა, მომდევნო ერთი წელი “მალაგას” დირექტორი გახლდათ, 2014 წელს კი მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები