LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიელი ფებურთელები გაუპატიურებაშია არიან ეჭვმიტანილები

22

ინგლისური “რედინგის” თავდამსხმელი ლუკას პიაზონი, რომელიც ”ჩელსის” საკუთრებაა და მისი პარტნიორი ბრაზილიის ნაკრებიდან ”ბოტაფოგას” მეკარე ანდრეი და სილვა ვენტურა გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილნი.

”Sky Sports” წერს, რომ ტორონტოს პოლიციამ ფეხბურთელის დაკავებაზე ორდერი გასცა. გამოძიების თანახმად, ამა წლის ივლისში პანამერიკული თამაშების მსვლელობისას პიაზონმა და ვენტურამ ერთ-ერთ ღამის კლუბში ორი გოგონა გაიცნეს. ერთ-ერთი მათგანი ფეხბურთელებმა სახლამდე მიაცილეს და გააუპატიურეს.

სავარაუდოდ ინციდენტი იმ დღეს მოხდა, როდესაც ბრაზილიის ნაკრებმა პანამას 3:1 მოუგო. ერთი გოლი კი სწორედ პიაზონმა გაიტანა და წარმატება აი ასე ორიგინალურად აღნიშნა.

შეგახსენებთ, ჩელსისთან” კონტრაქტის ვადა ფორვარდს 2017 წელს ეწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები