ახლახან უკრაინულმა ვებგვერდმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის შემდგარი სავარაუდო დიალოგის ფარული ჩანაწერი, სადაც საქართველოში მოსალოდნელ სისხლისღვრასთან ერთად „რუსთავი 2“-ზეც არის საუბარი. სააკაშვილი ახსენებს ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს, როგორც არხთან დაკავშირებით მოსალოდნელი პროცესების საველე მეთაურს, რაზეც სოფო ნიჟარაძე პასუხობს, რომ ნოდარ მელაძე შეშინებულია, ოღონდ მას ამ კონტექსტში ძალიან არაკორექტულად მოიხსენიებს.
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნატალია ქაჯაია ნოდარ მელაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს, ის იყო, არის და იქნება ჩემიანი!..“
ამ ჩანაწერს გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც ნოდარ მელაძეს სწერს: „ჩემი ჯილა ხარ…“