LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა კალათებში დალაგდა

29

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოფიციალურად დასრულდა. ფლეი-ოფში გასულმა გუნდებმაც გაარკვიეს ბოლო ოთხი ფინალისტი და შესაბამისად გარკვეულია ყველა, 24 მონაწილე.

ახლა ფინალური ეტაპის წილისყრის ჯერია, რომელიც 12 დეკემბერს პარიზში გაიმართება. 24 გუნდი 6 ქვეჯგუფში გადანაწილდება. მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს, სადაც პირველ ნომრად ჩაეწერება.

ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისს სწორედ საფრანგეთის ნაკრების მატჩით გაიხსნება, რომლის მეტოქე ბუნებრივია ჯერ ცნობილი არ არის. სამაგიეროდ ცნობილია კალათები და მონაწილე გუნდებიც უეფამ და მისმა რეიტინგმა აი ასე გადაანაწილა.
I კალათა
საფრანგეთი; ესპანეთი; გერმანია; ინგლისი; პორტუგალია; ბელგია

II
იტალია; რუსეთი; შვეიცარია; ავსტრია; ხორვატია; უკრაინა

III
ჩეხეთი; შვედეთი; პოლონეთი; რუმინეთი; სლოვაკეთი; უნგრეთი

IV
თურქეთი; ირლანდია; ისლანდია; უელსი; ალბანეთი; ჩრ. ირლანდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები