დღეს თბილისის მერიამ ერთწლიანი მუშაობის შედეგები წარადგინა, სადაც საუბარი იყო მერიის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, დასრულებულ გზების რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. თუმცა, გარდა ამისა თბილისი მერმა დავით ნარმანიამ მომავალი გეგმების შესახებაც ისაუბრა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაზეც მერმა ყურადღება გაამახვილა, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა გახლავთ.
”რამდენიმე დღეში იწყება პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღსადგენი სამუშაოები. ამ სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ქალაქს მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება” – განაცხადა დავით ნარმანიამ
მისივე ინფორმაციით, დედაქალაქში არსებული გზების რამდენიმე მნიშვნელოვან მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, უმეტესობა კი უკვე დასრულებულია.