LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადეჟდა ბაბკინა სამოსს სრული ქალბატონებისთვის ქმნის

89

მომღერალი ნადეჟდა ბაბკინა ტანსაცმლის დიზაინით დაინტერესდა. როგორც ტაბლოიდები წერენ, მისი კოლექციის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალურად სრული ქალბატონებისთვის არის დამზადებული, დღეს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მომღერალმა თავდაპირველად ტანისამოსი საკუთარი თავისთვის შექმნა, ერთ-ერთ შოუში მიღებული კომპლიმენტების შემდეგ კი, გადაწყვიტა საკუთარი დიზაინერული ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვისაც გაეცნო.

მისი განცხადებით, თანამედროვე დიზაინრები დიდ ყურადღებას უთმობენ გამხდარ გოგონებს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. როგორც რუსული ტაბლოიდები იტყობინებიან, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მომღერალი სამოდელო ბიზნესში ჩაერთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები