LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოპარეს წინასაახალწლოდ ავთანდილს

12

გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს ამ წინასაახალწლოდ ძალიან ორიგინალური ქურდი შეხვდა. დღეს, მაღაზიაში მისულს, შესასვლელთან, მაღაზიის დასახელების ინგლისური ვერსია ბოლომდე არ დახვდა, ქურდმა ეტყობა, გადაწყვიტა, რომ ავთანდილი ინგლისურად კარაგდ ვერ წერია და რამდენიმე ასო ჩამოაკლო.

დიზაინერმა თავად გააზიარა ეს ფოტო სოციალურ ქსელში და დააწერა: „ვიღაცამ კარგად დაცადა და დაარიგა ეტყობა… რა ვიცი, იქნებ, საახალწლოდ სხვა საჩუქრებით დააკმაყოფილოთ „ნაშები“.

ავთანდილს ურჩიეს, კამერის ჩანაწერი ამოიღოს, რაზეც დიზაინერმა უპასუხა, რომ ჩანაწერს უკვე ნახულობენ. ჩვენს კითხვას ამ ქურდობასთან დაკავშირებით კი ღიმილით უპასუხა: „ვერ ვხვდები, ვის რაში დასჭირდა, ალბათ, ჯადოს მიკეთებენ“.

f19993b0-510a-4e35-8c8c-86c33753835a

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები