დღეს, 19 დეკემბერს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური გუნდის დორტმუნდის „ბორუსიას“ დაბადების დღეა. იგი 106 წლის გახდა.
საინტერესოა, რომ კლუბი განაწყენებულმა სტუდენტებმა დაარსეს. ისინი უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ მათი მასწავლებელი არ აპირებდა ჯგუფის სპორტულ პროგრამაში ჩართვას და ასე შექმნეს საფეხბურთო კლუბი, რომელიც საუკუნის შემდეგაც მილიონობით გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებს.
„ბორუსია“ გერმანიის რვაგზის ჩემპიონია, ქვეყნის თასი სამჯერ ქვს მოგებული, სუპერთასი კი ხუთჯერ. 1966 წელს მოიგო თასების თასი, 1997 წელს კი ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გულშემატკივრები და 80-ათასიანი სტადიონი, რომელიც მუდმივად გადაჭედილია, ხოლო „ბორუსიას“ ფანები მთელ ევროპაში გამოირჩევიან.