LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეტალური ინფორმაცია მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე

24

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის შესახებ საინფორმაციო კვირეული გრძელდება. შეგახსენებთ, რომ წარდგენილი კანონპროექტი უმრავ რეგულაციებთან ერთად ახალი წესების შემოღებასაც ითვალისწინებს. მათ შორის ერთ-ერთი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვაა. კვირეულის დღევანდელი ინფორმაცია სწორედ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას ეხება.

 

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არ გულისხმობს ქვეყანაში უკვე არსებული მარჯვენასაჭიანი ან საჭეგადატანილი ავტომანქანების შეზღუდვას, არც მათ შემდგომში გაყიდვა/გასხვისების აკრძალვას.

კანონპროექტი შეეხება მხოლოდ იმ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, რომლებიც პარლამენტის მიერ დადგენილი თარიღის შემდეგ შემოვლენ ქვეყანაში.

კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში არ იკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი რე-ექსპორტის მიზნით და ტრანზიტი.

კანონი ძალაში შევა 2016 წლის იმ თარიღიდან, რომელიც საქართველოს პარლამენტის კანონპროექტის მიღებისას დაადგენს. განისაზღვრება გონივრული ვადა, რათა არ დაზარალდეს არც ერთი მფლობელი და იმპორტიორი.

 

12360276_736759103092758_4595474839850163615_n