ხოსეპ გვარდიოლა ”მანჩესტერ სიტიში” წლიურად 25 მილიონ ევროს მიიღებს. ”ქალაქელები” მზად არიან ესპანელი სპეციალისტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახადონ.
მიუნხენის ”ბაიერნის” თავკაცმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ უკვე ოქტომბერში იცოდა, რომ გვარდიოლამ ”სიტის” თანხმობა უთხრა, ამტკიცებს Bild. როგორც გამოცემა იუწყება, პეპი თითქმის ორჯერ მეტს მიიღებს ინგლისში. Bild ცალკე აღნიშნავს, რომ მათ, ისევე როგორც ”კიკერს”, აქვთ უტყუარი ცნობები, რაც ამ ინფორმაციას ადასტურებს.
მოგეხსენებათ, გვარდიოლამ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ”ბაიერნთან” კონტრაქტს აღარ გააგრძელებს და მომდევნო სეზონში მიუნხენს დატოვებს.
მანამდე ”დეილი მეილი” წერდა, რომ ”ჩელსი” გვარდიოლას 16.5 მილიონ ევროს პირდებოდა.