LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტალინს საინფორმაციო საგზაო ნიშნებისგან გაასუფთავებენ

145
ტალინი

ტალინის ქუჩებიდან საინფორმაციო საგზაო ნიშნებს გააქრობენ. ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ნიშნები ვიზუალურ ხმაურს ქმნიან და ასევე, პრაქტიკული დანიშნულებაც დაკარგეს, რამეთუ დღეს ნავიგატორების ეპოქა დგას. ამის შესახებ The Mayor წერს.

საუბარია ნიშნებზე, რომელიც ახლო-მახლო მდებარე კომპანიების თუ კერძო დაწესებულებების შესახებ გვამცნობს. დატოვებენ მხოლოდ იმ ნიშნებს, რომლებიც მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებისკენ გზას მიუთითებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული ქალაქები  აქტიურად თავისუფლდებიან  რეკლამისგან, რადგან ის ქალაქის პეიზაჟს ამახინჯებს. მაგალითად, „ანტისარეკლამო“ პროექტები უკვე დაიწყეს საფრანგეთსა და ბრატისლავაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები