LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილი, რომლის გამოჩენასაც მსოფლიოში ყველაზე მეტად ელიან

19

იაპონური ავტომწარმოებლისთვის Honda 2016 წელი საკმაოდ სარფიანად დაიწყო. როგორც ბრიტანული გამოცემა What Car-ი წერს, ავტომობილი, რომელსაც მომხმარებლები ყველაზე მეტად ელიან, სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის.

ბრიტანული ავტოჟურნალის What Car?-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტად განახლებული Honda (Acura) NSX-ის გამოჩენას ელიან. ჟურნალმა გამოკითხვა დეკემბრის ბოლოსკენ დაიწყო და საბოლოო შედეგი სწორედ დღეს გახდა ცნობილი.

ავტომობილის კაპოტქვეშ მოთავსებულია 3,5 ლიტრიანი ტვინ-ტურბო V6 ტიპის ძრავი, რომლის სიმძლავრეც 500 ცხენის ძალაა. მაქსიმალური სიჩქარე კი 307 კმ/სთ.

გარდა ამისა, იაპონელები სპორტქარში ჰიბრიდული მოწყობილობებით წარმოებასაც არ გამორიცხავენ, რაც გულისხმობს 3 ელექტროძრავს, 9 დიაპაზონიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით. ძრავის საერთო სიმძლავრე კი 573 ცხენის ძალა იქნება.

Honda (Acura) NSX საავტომობილო ბაზარზე 2016 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება, თუმცა, ამ ეტაპზე ინფორმაცია მისი ღირებულების შესახებ უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები