LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოც–ქსელში დათოვლილი ბათუმის ულამაზესი ფოტოები ვრცელდება (ფოტო)

109

2016 წელი ბათუმელებისთვის განსაკუთრებულად დაიწყო. როგორც თავად ბათუმის მოსახლეობა ამბობს, მსგავსი ნალექი დიდი ხანია არ უნახავთ, გარდა ამისა, დიდთოვლობა მოულოდნელი აღმოჩნდა დასასვენებლად მყოფი ტურისტებისთვისაც. ინტერნეტში მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს ყოველდღიურად შეხვდებით.

უნდა ვაღიაროთ, რომ დათოვლილი ბათუმი ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება და უფრო მიმზიდველს ხდის ქალაქს. სოც-ქსელში ასეთი ხუმრობაც გაჩნდა ” ზღვა გინდა? ეწვიე ბათუმს, თოვლი გინდა? ეწვიე ბათუმს” რაც წლევანდელი ზამთრის სიტუაციას ნამდვილად კარგად გამოხატავს. ამის დასტურია ის სურათებიც, რომლებსაც ერთ-ერთი სოც-ქსელის გვერდი Visit Batumi აქვეყნებს. ფოტოების ავტორი ლევან ვერძეული გახლავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები