LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლატინი დანებდა და სახელის აღდგენაზე იზრუნებს

21

მიშელ პლატინიმ ფიფას პრეზიდენტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ფრანგი გეგმავს მეტი დრო კორუფციაში ბრალდებასთან ბრძოლას დაუთმოს.

”კანდიდატურის მოხსნისას ვამჯობინე კორუფციაში ბრალდებას ვებრძოლო. როდესაც ბლატერი წავიდა, მხარდაჭერა ასი ფედერაციისგან მივიღე, კიდევ ათობით ფედერაციისგან კი ოფიციალური წერილი. ეს ყველაფერი ორ დღეში მოხდა. დღეს უკვე სხვა საზრუნავი მაქვს. მალე საქმის გარჩევა დაიწყება. მე ვიბრძოდი ისე, როგორც მთელი ცხოვრება, თუმცა, კონკურირების უფლებაც კი არ მომცეს” – განაცხადა პლატინიმ.

21 დეკემბერს პლატინი ბლატერთან ერთად ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ რვა წლით ფეხბურთს ჩამოაშორა.

ფიფას ახალ პრეზიდენტს 26 თებერვალს აირჩევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები