ხშირად, ქალბატონების შეკითხვები მამაკაცებს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. მიზეზი კი, ისევ თვითონ არიან, რადგან ნებით მათგან სიტყვასაც ვერ ეღირსები. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ არსებობს შეკითხვები, რომლებსაც მამაკაცი არასდროს უპასუხებს გულწრფელად.
შეკითხვაზე: “როგორ გამოვიყურები?” აუცილებლად მიიღებთ პასუხს: “მშვენივრად!” და პრობლემა ის კი არაა, რომ იტყუება, შესაძლოა ის ზუსტად ასეც ფიქრობს, უბრალოდ მას თქვენს მხარეს არც გამოუხედავს, ან რა საჭოროა რამის კითხვა მაშინ, როცა თქვენი რჩეული კომპიუტერული თამაშითაა გართული?!
შეკითხვაზე: “რაზე ფიქრობ ახლა?” მამაკაცი ვერ გიპასუხებთ მანამდე, სანამ აზრი არ დასრულდება. ის კი, კიდევ დიდხანს არ დასრულდება, რადგან თქვენ, თქვენი “სულელური” შეკითხვებით მას აზრობრივი პროცესი შეაწყვეტინეთ. ასე რომ, ის არაფერზე ფიქრობს და პასუხიც ზუსტად ასეთი იქნება, რაც სხვათაშორის სრული სიმართლეა. თუ გულწრფელი პასუხი გსურთ, მაშინ კითხვა სწორად და შესაბამის დროს უნდა დაუსვათ.
შეკითხვაზე: “სად იყავი?” ის რეფლექსურად მოგატყუებთ, რადგან ამ ტიპის კითხვები მამაკაცზე მაგიურად მოქმედებს და მომენტალურად აქცევს მას “დამნაშავე მოზარდად“, თქვენ კი – “მკაცრ დედად“, რომელმაც ის მავნებლობაში გამოიჭირა. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ის ტყიულს იტყვის და უცილებლად საღი აზრის გვერდის ავლით.
შეკითხვაზე: “როგორ ჩაიარა შენმა დღემ?’ ყველაზე გავრცელებული პასუხია: “ნორმალურად!” რაც რა თქმა უნდა, ტყუილია და უკეთესიცაა, რადგან ბოლომდე გურწლფელები თუ ვიქნებით, დიდად არც თქვენ გაინტერესებთ მისი პასუხი.
შეკითხვაზე: “ხელს ხომ არ შეგიშლით?” როცა მამაკაცების საუბარში იჭრებით, პასუხიც ზრდილობიანი, მაგრამ უკმაყოფილო “არა!” იქნება. თუმცა, თავად უნდა გეყოთ ტაქტი და მიხვდეთ, რომ არასდროს არ ღირს მამაკაცური კომპანიის მყუდროების დარღვევა.
შეკითხვაზე: “როგორ ფიქრობ, ხომ არ მასუქებს ეს კაბა?” პასუხად “აბსოლუტურად არა, ძვირფასო” მიიღებთ, რაც ლოგიკური და სრული სიმართლე იქნება, რადგან თქვენ არა კაბა, არამედ ზედმეტი სუსნაობა გასუქებთ.
შეკითხვა: “ვერაფერს ამჩნევ?” ისე ჟღერს, როგორც “შენ ცოტა ხომ არ გამოშტერდი?”, ამიტომ პასუხიც აღშფოთებული “რა თქმა უნდა ვამჩნევ” იქნება, მაშინაც კი, თუ წარმოდგენა არ აქვს რას ეკითხებით.
შეკითხვა: “რამდენი ქალი გყავდა ჩემამდე?” სწორედ ის კითხვაა, რომლეზე გულწრფელი პასუხიც თქვენ უფრო ნაკლებად გჭირდებათ, ვიდრე მას.
შეკითხვა: “გახსოვს დღეს რა დღეა?” მის სწრაფი აზროვნების ტესტირება უფროა, რადგან რა დღეა ნამდვილად არ ახსოვს, ამიტომ გამოცნობა გამორიცხვის მეთოდით მოუწევს, ანუ თუ დღეს არც ახალი წელია, არც თქვენი დაბადების დღე და არც რვა მარტი, მაშინ სწორედ ის დღეა, როცა პირველად შეხვდით ერთმანეთს.
შეკითხვის: “მისმენ?” დასმა საერთოდ არ ღირს, რადგან პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში მდუმარე თავის დაქნევა იქნება, მაშინ როცა, თქვენი საუბრიდან ერთი სიტყვაც არ გაუგია.
შეკითხვაზე: “მოგწონს შენი ახალი თანამშრომელი?” პასუხი აუცილებლად უარყოფითი იქნება და რა მნიშვნელიბა აქვს, თუ მთელი საღამო სწორედ იმ თანამშრომელზე საუბრობდა, რომელმაც რამდენიმე წუთში მთელი კოლექტივის მოხიბვლა მოახერხა.
შეკითხვაზე: “ყველა ქალს ასე ეუბნებოდი?” პასუხის ორი ვერსია არსებობს – თუ ის დაღლილია, მოკლედ და კონკრეტულად გიპასუხებთ: “არა!” თუ ხასიათზეა, მაშინ დიდხანს მოგიყვებათ როგორი ერთადერთი და განუმეორებელი ხართ და რომ თქვენნაირს აქამდე არასდროს შეხვედრია. თუმცა, თქვენც ხომ ზუსტად ამ ტყუილის მოსმენა გსურდათ?!
მისი ღირსების შეურაცხმყოფელ შეკითხვაზე: “სიმართლეს ამბობ, ხომ არ მატყუებ?” პასუხიც აუცილებლად აღშფოთებული იქნება – რა თქმა უნდა, სიმართლეს ამბობს, როდის იყო იტყუებოდა და საერთოდ როგორ გაბედეთ მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა.
შეკითხვა: “გიყვარვარ?” ალბათ ყველაზე ბრიყვული შეკითხვაა, რადგან ქალი ბრძანდებით და თვითონ უნდა გრძნობდეთ უყვარხართ თუ არა!