მამაკაცები ყოველთვის გულწრფელად არ აღიარებენ საკუთარ გრძნობებს. თუმცა, სხეულის ენა ყველაფერს მათ მაგივრად ამბობს. არსებობს მინიშნებები, რომლებსაც მამაკაცი ქვექნობიერად ავლენს ქალთან ურთიერთობისას, ფსიქოლოგები კი, ამ უცნაურ ენას სიმპათიას ეძახიან.
გაფართოებული თვალის გუგები
მინიშნებაა, რომ ის შეყვარებულია, რადგან გუგები მაშინ ფართოვდება, როცა ადამიანი იმას უყურებს, რაც მოსწონს.
მაღლა აწეული წარბები
ის გაუცნობიერებლად ცდილობს ფართოდ გაახილოს თვალები და ის დაინახოს, რაც მას ხიბლავს. თუ თქვენ საუბრობთ, ის კი, საპასუხოდ ოდნავ მაღლა წევს წარბებს, მაშინ მას ძალიან აირტერესებს თქვენი მონათხრობი.
ფართო ღიმილი
ამბობენ, ბიჭებს მხოლოდ 5 წლამდე ახასიათებთ ფართოდ ღიმილი, მერე კი, მხოლოდ მაშინ აკეთებენ ამას, როცა მართლა ბედნიერები არიან.
ტუჩების ლოკვა (არა ვულგალური ან გამომწვევი)
როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, როცა ადამიანს ვინმე ან რაიმე იზიდავს, პირში მას უფრო მეტი ნერწყვი უგროვდება, ვიდრე ჩვეულებრივ, ამიტომ იძულებულია ხშირად გაილოკოს ტუჩები.
თვალებში ყურება
ჩვენს დროში ადამიანები საკუთარ ტელეფონს ან ტექნიკის სხვა საოცრებებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ერთმანეთს და თვალებში შეხედვა ხშირად უხერხულობასაც კი იწვევს. ამიტომ უძველესმა შტამპმა, რომ შეყვარებულები ყოველთვის თვალებში უყურებენ ერთმანეთს თანამედროვეობაში ოდნავი ტრანსფორმაცია განიცადა და სრულიად საკმარისია, თუ ის უბრალოდ თქვენს სახეს უყურებს. თუმცა, ნუ განსჯით მის დამოკიდებულებას მხოლოდ იმის მიხედვით, გიყურებთ თუ არა საუბრის დროს. თუ თქვენ ლაპარაკობთ ის კი, არა თქვენ არამედ სადღაც გაურკვეველი მიმართულებით იყურება, ეს შეიძლება მისი მორხცვობის და საკუთარ თავში ჩაკეტილობის მანიშნებელია და არა იმის, რომ მას თქვენი საუბარი არ აინტერესებს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თუ ის, საუბრის საერთო თემებს ეძებს და შეკითხვებს გისვამთ.
ფიზიკური სიახლოვე
თუ მამაკაცი საუბრისას თქვენსკენ იხრება (რა თქმა უნდა, თუ ხმაურიან ადგილას არ ხართ, და მშვენივრად ესმის თქვენი) მაშინ, გაითვალისწინეთ, რომ მას თქვენც ძალიან მოსწონხართ და თქვენი საუბარიც აინტერესებს.
ფიზიკური კონტაქტი
თუ ის მსუბუქად ეხება თქვენს მუხლს ან გისწორებთ თმას, მაშინ ფიზიკური კონტაქტის ინიცირებას უცოდველი მზრუნველობით ცდილობს და აინტერესებს როგორი რეაქცია გექნებათ თქვენ.
თავისუფალი ჯდომა
როცა ადამიანი დაძაბულია ან არ ენდობა გარშემომყოფებს, ის ე.წ.”დახურულ პოზას” ირჩევს და ისე აქვს გადაჯვარედინებული ხელები და ფეხები, თითქოს საკუთარ თავს საფრთხისგან იცავს. მამამაკის თავისუფალი პოზა კი, იმის მანიშნებელია, რომ ის როგორც მინიმუმ მზადაა ემოციონალური კონტაქტისთვის.
ყელზე შეხება
როცა მამაკაცი ნერვიულობს, ის ყოველთვის საკუთარ ყელს ეხება. შესაძლოა, ის თქვენით დაინტერესდა და ღელავს, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიაროს. თუმცა, ამ ჟესტს მეორე ახსნაც აქვს – შესაძლოა, ის არა მარტო თავს გაწონებთ, არამედ სერიოზულ ტყუილსაც მალავს, ამიტომ ყურადღება სხვა მინიშნებებსაც მიაქციეთ.
ხელის მოკიდება
თუ ის მაგრად გკიდებთ ხელს, მაშინ მას თქვენთან ფიზიკური კონტაქტი უნდა. თუ მხოლოდ თითის წვერებს ეხება, მაშინ მას ან თქვენთან სიახლოვის ეშინია ან რაღაცას მალავს და ბოლომდე არ ამბობს.
ხელის შეხება
საუბრისას ხელით შეხება აშკარა მინიშნებაა იმისა, რომ ის თქვენი ყურადღების მიქცევას ცდილობს, რათა ერთის მხრივ შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენზე, მეორეს მხრივ კი დარწმუნდეს, რომ უსმენთ.
გვერდით სიარული
როცა მამაკაცი სიარულის დროს რამდენიმე ნაბიჯით წინ გისწრებთ, მაშინ ის საკუთარ თავზე უფრო მეტს ზრუნავს, ვიდრე თქვენზე, იმ შემთხვევაში კი, თუ ტემპს ანელებს და არ გაიძულებთ უკან ზდიოთ, მაშინ მას სურვილი აქვს, რომ სულ თქვენს გვერდით იყოს და ყველაფერში მხარში ამოგიდგეთ.