მიმზიდველი მამაკაცი პროფესიის გარეშე წარმოუდგენელია. ის მამაკაცის შინაგან სამყაროზე, პრესპექტივასა და სოციალურ სტატუსზე მიუთითებს. სწორედ ამ პუნქტების დამატებით ეძლევათ ქალბატონებს სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება. დროთა განმავლობაში მამაკაცის პროფესიამ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა შეიძინა და სწორედ ამან განაპირობა შემდგარიყო სია მამაკაცის ყველაზე სექსუალური, მიმზიდველი და ქალბატონებისთვის ყველაზე სასურველი პროფესიებით…
პოლიციის თანამშრომელი
მოდით რეალისტები ვიყოთ – ხანდახან ქალბატონებს უბრალოდ დაცვა სჭირდებათ, ამას კი პოლიციის თანამშრომელზე უკეთ ვერავინ შეძლებს. ხოლო, ოდნავი ავტორიტეტი კი ქალბატონებს კარიერულ წინსვლაში დაეხმარებათ. შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ ეს პროფესია სიის სათავეში მოექცა.
ბუღალტერი
მამაკაცის მიმზიდველობა მისი ფინანსური შესაძლებლობებითაც ფასდება. ქალბატონებისთვის ფინანსური უზრუნველყოფა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ურთიერთობებში. შესაბამისად ბუღალტერი მამაკაცი, მანდილოსნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მწვრთნელი
გავარჯიშებული ხელები ქალბატონებისთვის რელაქსაციასთან და მაქსიმალურ სიამოვნებასთან ასოცირდება. შესაბამისად, მათთვის მწვრთნელ-თერაპევტთან ურთიერთობა მანდილოსნებისთვის ძალიან დიდ სიამოვნებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომაც, ეს პროფესიაც ძალიან პოპულარულია ქალბატონებში.
ინჟინერი
ინჟინერი მიჩვეულია ნებისმიერ საკითხში პრობლების მოგვარების ხერხს მიაგნოს, რაც ქალბატონებს თავს საკმაოდ კომფორტულად აგრძნობინებს. ამ პროფესიის მამაკაცები მეტად ყურადღებიანები არიან. შესაბამისად ყველაზე მომხიბვლელ პროფესიათა შორის ინჟინრის პროფესია მუდამ მოწინავე პოზიციებზეა.
ეკოლოგი
მანამ სანამ სამყარო იმას გაიგებს, რომ რაღაც მოვლენები არასწორად მიმდინარეობს, ეს ეკოლოგმა უკვე ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, ამ პროფესიის ადამიანები წინდახედულები და ძალიან ყურადღებიანები არიან. ეს ორი პუნქტი კი ურთიერთობებში ძალიან დიდ როლს თამაშობს. სწორედ ამიტომ, ქალბატონებისთვის ამ პროფესიის ადამიანები არასდროს კარგავენ პოპულარობას…