მეცნიერები და ინჟინრები მომავლის ავტომობილებზე აქტიურად განაგრძობენ მუშაობას და მუდმივად სთავაზობენ მომხმარებელს ახალ კონცეპტუალურ მოდელებსა თუ პროტოტიპებს. სწორედ ამის დასტურია ის ვიდეოც, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოც-ქსელის მეშვეობით გავრცელდა.
”მიუხედავად იმისა, რომ აერომობილი მხოლოდ კონცეპტუალური სახით არის წარმოდგენილი, უკვე ახლოსაა ის დრო, როდესაც ავტომობილები ფრენას დაიწყებენ” – აცხადებენ კრიტიკოსები. მათივე თქმით, Aeromobile ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროტოტიპია ამ საკითხში…